სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ორი სამხედროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Tbilisi Daily

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ იტყობინება. შეგახსენებთ, რომ დღეს როგორც სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად მაიორი გარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი დაიღუპნენ. 12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შეტაკებები დღემდე გრძელდება.