სერჟ გნაბრი კორონავირუსით დაავადდა

Tbilisi Daily

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი სერჟ გნაბრი კორონავირუსით არის ინფიცირებული. გერმანიის ჩემპიონის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა დადებითი ტესტი ჩააბარა. ფეხბურთელი იზოლირებულია და საკუთარ სახლში გადის კარანტინს, – იტყობინება გერმანული კლუბის პრესსამსახური. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გნაბრიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.