სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142122
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა არის მიზეზი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების.
ცნობისთვის, ავთანდილ გალდავა 2017 წლის აგვისტოდან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავთანდილ გალდავა 1979 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტზე, 2009 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობას იკავებს, მათ შორის, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო, 2013 წლის დეკემბრიდან 2016 წლამდე კი - თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი.