რუსეთის თავდაცის სამინისტრომ ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე საველე ჰოსპიტალი გახსნა
Tbilisi Daily
Ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსზე 133 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 47 პაციენტის შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ე.წ სანიტარულმა ექიმმა, მარინა კოჩიევმა განაცხადა.
დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ ერთი – 52 წლის პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიისას სულ გარდაიცვალა 6 პაციენტი.
გუშინ, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე საველე ჰოსპიტალი გახსნა. სამხედრო-საველე ჰოსპიტალი 150-საწოლიანია. ცხინვალში ჰოსპიტალთან ერთად სამხედრო ექიმებიც ჩავიდნენ, რომლებიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან.
რაც შეეხება ეპიდსიტუაციას ოკუპირებულ აფხაზეთში, 27 ოქტომბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 952 შეადგენს, საიდანაც 36 გარდაიცვალა, ხოლო 1 474 გამოჯანმრთელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ტერიტორიაზე 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც. 17 ოქტომბერს რუსეთმა 112 სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა გააგზავნა.