გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკების ეტაპობრივი გახსნის გეგმას ავრცელებს

On.ge

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ქვეყნის სხვა ბიბლიოთეკები ფუნქციონირებას ეტაპობრივად დაიწყებენ. ბიბლიოთეკების გახსნის გეგმას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს: "დილა მშვიდობისა! ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას. სამკითხველოები, შესაბამისი წესებით, ივლისიდან ამუშავდება. ღონისძიებები, საგანგებო გამონაკლისების გარდა, სექტემბრიდან განახლდება. მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება. პერსონალი, რისკ-ჯგუფების გამოკლებით, ივლის გრაფიკით და დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია — ბარიერები, დამცავი ფარები, ანტიბაქტერიული სითხეები და სხვა ეკიპირება მომზადებულია. სამუშაო მაგიდები განთავსდება დისტანციის დაცვით. ამ ფორმატით ამუშავდებიან სხვა რეგიონული ბიბლიოთეკებიც. #news https://on.ge/story/55860-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1