3 votes
comments
shares
Save
სოფელ თედოწმინდაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
64 reads
Gori Daily
Gori · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას. პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირება იგეგმება.

სარებილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 700 მეტრს მოიცავს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი და მიერთებები, ასევე, ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარამდეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით თედოწმინდაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულება 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტს მოიცავს. სკოლის შენობასთან ერთად მოეწყობა ღობე და სპორტული მოედანი.

სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს და სამშენებლო პროცესს გაეცნენ. რწმუნებულის თქმით, რეგიონში მიმდინარე თითოეული პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

გორისმუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურა

goridaily
Gori Daily
Gori · 1 month ago
3
Write a comment