votes
1 comments
2 shares
Save
სახალხო დამცველი - რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს
688 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა ომბუდსმენის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. გავრცელებულ დოკუმენტში 10 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზეა პასუხი გაცემული. გთავაზობთ დოკუმენტს უცვლელად.

1. რას ვიგებთ რაციების ჩანაწერებით რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე?

- შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმძღვანელისგან უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა.

2. რას ამბობენ მსროლელები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე?

- შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ. აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის - დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე - განმავლობაში, გდდ-სა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი. შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია. 2

3. რა როლი ჰქონდა შსს-ს იმჟამინდელ მინისტრსა და მის მოადგილეებს და იცოდნენ თუ არა მათ რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე?

- გიორგი გახარია, კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფებოდნენ პარლამენტთან 20 ივნისის 22 საათიდან. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს. მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას დადგენილი არ აქვს.

4. იყო თუ არა აქციის დაშლისას გამოყენებული პროპორციული და თანაზომიერი საშუალებები?

- გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, შემდეგი გარემოებების/ფაქტორების გამო: (1) მეთოფეების მხრიდან ბრძანების არარსებობის პირობებში არალეტალური ჭურვების გამოყენება; (2) ჭურვების და მეთოფეების დიდი რაოდენობა (3) ოპერაციის მიმდინარეობის ფართობი და რამდენიმე საათიანი პერიოდის მანძილზე რეზინის ტყვიების გამოყენება; (4) დაშავებული მომიტინგეების რაოდენობა; (5) ინდივიდუალური პოლიციელების მიმართ გამოცალკევებით მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ თავდასხმის შემთხვევების არ არსებობა (რაც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას გაამართლებდა).

5. განხორციელდა თუ არა შეკრების მონაწილეთა გაფრთხილება ძალის მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე?

– შეკრების შეწყვეტის ღონისძიებების დაწყებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე და შესაბამისად, სამართალდამცავებს მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუციათ კანონიერი მოთხოვნის შესრულებისა და შეკრების ადგილის დატოვებისთვის. 1 აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო აღნიშნული ვალდებულებისგან სამართალდამცავების გათავისუფლების წინაპირობა, 2 1 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 31, ნაწილი 3. 2 წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებისგან პოლიციელი თავისუფლდება, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 3 რამდენადაც ადგილზე არსებობდა გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა როგორც პარლამენტში თვითნებური შეღწევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან სიტუაციის თავდაპირველ გამწვავებამდე, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც. 3 რაც შეეხება შეკრების შეწყვეტამდე მონაწილეთა გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით, აგრეთვე მედია საშუალებებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს, 4 მსგავსი ღონისძიებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ძალის გამოყენებამდე მათი სათანადო გაფრთხილების სტანდარტს. კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მითითებით, ძალის გამოყენებამდე, მონაწილეთა გაფრთხილება შესაბამისი ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით, შეკრებაზე რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და არ იფარებოდეს სხვა ბგერებით. საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილება რამდენიმე ადგილიდან უნდა გაკეთდეს, რათა იგი ყველა მონაწილემ გაიგოს. 5

6. რამდენი ადამიანი დაშავდა?

- საქმეზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას გაეგზავნა 273 პირის დაზიანებების ამსახველი სამედიცნო დოკუმენტები, რომელთა მცირე ნაწილზე მიღებული დასკვნების თანახმად, ფიქსირდება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავსა და სახეზე, ასევე, ცხვირის, შუბლის, ქალას და სახის ძვლების მოტეხილობები, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ხოლო 2 პირს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება დაუდგინდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს აქციის დაშლის შემდგომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 116 პირი. მათგან 35 მიუთითებდა ძალადობაზე პოლიციის მხრიდან, 12 პირს დაზიანებებიც აღენიშნებოდა. 3 შეკრების მიმდინარეობისას, პარლამენტში შესაძლო შეჭრის შესახებ განცხადება 21:08 საათზე გაჟღერდა, ხოლო ადგილზე სიტუაცია პირველად 21:50 საათიდან გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის ეზოში შესვლა სცადა, თუმცა ძალის გამოყენება მოხდა აღნიშნული ინციდენტიდან 2 საათის გასვლის შემდეგ. ამასთან, სიტუაციის პირველი ესკალაციიდან ძალის გამოყენებამდე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, შეკრების მონაწილეებს შეწყვეტილი ჰქონდათ ძალადობრივი ქმედებები. 4 იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი (22:39 საათიდან და 22:59 საათიდან) ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:

5 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 133-134, ხელმისაწვდომია:

4

7. რამდენი ჟურნალისტი დაშავდა?

- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. 6 რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როდესაც სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. 7 მიუხედავად ამისა, მედიის არც ერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

8. რატომ ითხოვს სახალხო დამცველი გდდ-ს იმჟამინდელი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას?

- გდდ-ს დირექტორის მიმართ ხელმძღვანელმა პირებმა - მინისტრმა და მოადგილეებმა - ორჯერ გასცეს ბრძანება არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები. დამატებით ერთხელ კი თავად გდდ-ს დირექტორმა ითხოვა ნებართვა რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე, რაზეც კვლავ უარი მიიღო. რეზინის ტყვიების გამოყენებაზე სამჯერ (23:36, 00:36 და 02:34 საათები) უარყოფითი ბრძანების მიღების მიუხედავად, ბრძანება არ შესრულდა და რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა აქტიურად. უფრო მეტიც, დაწყებული სროლების მიუხედავად, გდდ-ს დირექტორმა 21 ივნისის 00:16 წუთზე ხელმძღვანელობას მოახსენა მცდარი ინფორმაცია, რომ თოფებს არ იყენებენ.

9. რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული?

- პროკურატურამ მოიპოვა8 ვიდეო-ჩანაწერები, მათი ნაწილი უკვე შეისწავლა/დაათვალიერა. 9 გამოძიებამ შსს-დან ამოიღო გარკვეული მასალები და დოკუმენტაცია. 10 გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი. 11 დაინიშნა ექსპერტიზები. 12 ცალკე გამოყოფილ საქმეებში დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 13 დაზარალებულად ცნეს 8 მოქალაქე. 14 6 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:

7 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:

8 პასუხები წარმოდგენილია 2020 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის წარდგენილი საქმის მასალების გაცნობის შედეგებზე. 2020 წლის 10, 17 და 18 ივნისს კვლავ გაეცნენ აპარატის თანამშრომლები საქმის გარკვეულ ნაწილს. 9 იხ. < https://bit.ly/34esexG > გვ.

10. რა არ არის ამ დრომდე გარკვეული/ჩატარებული?

– არ არის გარკვეული რა ღონისძიებები იქნა გატარებული უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღკვეთის მიზნით შსს იმჟამინდელი მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე, ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი და ხელმძღვანელი პირების მიერ; არ არის მოპოვებული საპროტესტო აქციის მართვაში მონაწილე ყველა რგოლის სამართალდამცავი პირის რაციის ჩანაწერი; არ ამოუღიათ მობილური ტელეფონები და არ დანიშნულა ექსპერტიზები სატელეფონო შეტყობინებების, სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის მოპოვების მიზნით.


Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
Write a comment
2