ლავას ოღლი ექსტრადირებულია

0
ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი უკრაინიდან ექსტრადირებულია. ოდესის აეროპორტში სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ის მონტენეგროში გაუშვეს. რადგანაც ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებაზე ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობს, უკრაინის შესაბამისმა სტრუქტურებმა ის იმ ქვეყანაში დააბრუნეს, საიდანაც ჩაფრინდა. მინდია გორაძის მონტენეგროში ექსტრადირების ფაქტს მედიასთან მისი ერთ-ერთი მეგობარი ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ ოდესის აეროპორტში ლავასოღლი 3 იანვარს დააკავეს. ცნობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვის მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 2018 წლის ივლისში, დაუსწრებლად შეუფარდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში
0