ლუკაშენკამ მოინახულა ბელარუსში დისლოცირებული რუსი სამხედროები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მოინახულა სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთის ჯარისკაცები არიან დისლოცირებულნი - იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო 6 იანვარს.  შეხვედრაზე ლუკაშენკამ და რუსეთის არმიის წარმომადგენელმა - რომლის სახელს არ აკონკრეტებენ - განიხილეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნა.  "ამ ეტაპზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაყოფები მზად არიან დაგეგმილი ამოცანების შესასრულებლად" - ამბობს რუსეთის არმიის წარმომადგენელი.  ბელარუსმა - რომელიც მოსკოვის ახლო მოკავშირეა - 5 იანვარს გამოაცხადა, რომ ის რუსეთისგან მიიღებს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, იმ ფონზე, როცა ორი ქვეყანა აღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას, რაც ქმნის საფუძველს შიშისა, რომ ბელარუსი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს უკრაინაზე ჩრდილოეთიდან დარტყმების განსახორციელებლად.  მინსკს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინის ომში არ ჩაერთვება, თუმცა რუსეთმა ბელარუსი გამოიყენა 24 შარშან თებერვალს უკრაინაში შეჭრისთვის და კვლავ იყენებს ბელარუსის საჰაერო სივრცეს დრონებით და რაკეტებით იერიშების მისატანად - აცხადებს კიევი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32212146.html

Source: radiotavisupleba.ge