დიდი ცდომილებაა თარიღებში, არ გამოვრიცხავ რომ გაყალბებული იყოს-კობაიძე 112-ის ჩანაწერზე
Pirveliradio Ge
დიდი ცდომილებაა თარიღებში, არ გამოვრიცხავ რომ გაყალბებული იყოს-ასე ეხმაურება ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ იაკობ ბრეგვაძის ჩანაწერს. მისივე თქმით, ეს ჩანაწერი 2 რიცხვით არის დათარიღებული. პირველი ზარი, როდესაც იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა 19 ივნისს 00:45 წუთზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარი, როდესაც 112-ის ოპერატორი ურეკავს იაკობ ბრეგვაძეს არის 30 ივნისით დათარიღებული. სწორედ ამიტომ ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს ჩანაწერია შესაძლოა გაყალბებული იყოს.
„როდესაც ფაილს იწერ ის დრო არასდროს არ იშლება და ერთი და იგივეა ყოველთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 2 ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ერთი ჩანაწერი არის, როდესაც ფოტოგრაფი რეკავს 112-ში და ეს არის 19 ივნისი 00:45 წუთი, ხოლო მეორე ჩანაწერი, როდესაც ოპერატორმა გადაურეკა ფოტოგრაფს არის 30 ივნისი. ძალიან დიდი ცდომილებაა თარიღებში, არ გამოვრიცხავ რომ გაყალბებული იყოს. კომენტარი თავად მათ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=146991