საკონდიტრო „დონა“ მუშაობას ერთ კვირაში განაახლებს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საკონდიტრო მაღაზია „დონა“ მუშაობის განახლებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. განცხადებაში წერია, რომ ''დონა'' მომხმარებელს 5 ოქტომბრიდან მიიღებს.
საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებული კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში გაჩნდა. კორონავირუსიდაუდასტურდა ჯერ ობიექტის ერთ-ერთ თანამშრომელს, მოგვიანებით კი კვების ობიექტშიდასაქმებულ სხვა პირებს და ასევე მომხმარებლებს.
''5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით.
მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ძლიერად. ისე ძლიერად, როგორც არასდროს.
შევხვდებით 5 ოქტომბერს, ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას'' - წერია განცხადებაში.
საკონდიტრო ''დონა'' პირველი სექტემბრის შემდეგ დაკეტილია.