მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული სამხედრო ვითარება ა.წ. 5 ნოემბრის მოცემულობით:
Interworld
- სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ვარდენისის სიახლოვეს მათ 4 ერთეული აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს;
- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა არტილერიამ თართარის და შიხარხის ტერიტორიები დაბომბა;
- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა არმიამ სომეხთა შეტევები მოიგერია ზანგილანის ტერიტორიაზე;
- აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მათმა დანაყოფებმა შეძლეს ჯაბრაილის რაიონის სოფლებზე - მირაქზე და ქავდარზე, ზანგილანის რაიონის სოფლებზე - მაშადიისმაილზე და შაფიბეილიზე, ქუბადლის რაიონის სოფლებზე - ბაშარათზე, გარაქიშილერზე და გარაჯალიზე კონტროლის დამყარება;
- აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის გრძელდება შეტაკებები ქალაქ შუშას სიახლოვეს;
- აზერბაიჯანული დანაყოფების აქტიურობის გამო ლაჩინსა და შუშას შორის არსებული გზა დაკეტილია.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld