როდის შეძლებენ "ჩვეულებრივი ადამიანები" კოვიდ ვაქცინით აცრას?

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, როგორ განაწილდა რისკ ჯგუფები კორონავირუსზე იმუნიზაციის პროცესის დროს. ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში,საუბრისას პაატა იმნაძემ თქვა, რომ პირველ ჯგუფში იქნება სამედიცინო პერსონალი - არა მხოლოდ ექიმები, არამედ ისინი, ვინც წინა ხაზზე მუშაობენ. მეორე ჯგუფში მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი შევა. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, აქ 75 წელს გადაცილებულები იქნებიან, ხოლო მეოთხეში, - 65 წელს გადაცილებულები. იმნაძემ განმარტა, რომ "არარისკჯგუფში" შემავალი ადამიანები "სადღაც შემოდგომისთვის" აიცრებიან კორონავირუსზე, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი მწარმოებლის ვაქცინით. "დღეს რომ ვთქვი ეს [ჩვეულებრივი ადამიანები] ერთი ამბავი ატყდა, ახლა ასე დავარქმევ, ვისაც ეწყინა რომ ჩვეულებრივია, არარისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის ვაქცინა სადღაც შემოდგომაზე იქნება", - ამბობს პაატა იმნაძე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები