ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 67-ით გაზიარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის ეგრეთ წოდებული საგანგებო შტაბი ავრცელებს. ვირუსს გუდაუთის კლინიკის სტაციონარში 111 პაციენტი ებრძვის. მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 21 პაციენტი. ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში, ოთხი ათას 898 შემთხვევა გამოვლინდა.