კოვიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
Zugdidi Daily
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 478 შემთხვევაა, რაც გასულ სამ დღესთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#მონაცემები
#ახალიამბები
#zugdididaily