გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა

Tbilisi Daily

„თბილისი ენერჯის“ ინფორმავიით, თბილისში, გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. „აღნიშნული შემთხვევის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაო მიმდინარეობს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. ამავე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაო დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.