სტიქიის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
Tbilisi Daily
სტიქიას ებრძვიან რაჭაში. ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, წაღებულია ათამდე ხიდი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ასევე, ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი წყალმა წაიღო, შესაბამისად გადაადგილება გართულებულია. არჩილ ჯაფარიძის თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია და რეგიონში რთული ვითარებაა.