საზმაუს ბორდის წევრის, ბონდო მძინარაშვილის პოსტი Facebook-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ბონდო მძინარაშვილის ფეისბუკის პოსტის ქვეშ ყალბი ინფორმაციის აღმნიშნველი ნიშანი გამოჩნდა. ბონდო მძინარაშვილის პოსტი ზუგდიდში გამტაცებლის მიერ მძევლების აყვანას უკავშირდებოდა:  "ფეისბუკი" იქვე განმარტავს, რომ ინფორმაციის გადამოწმების დროს ეყრდნობა დამოუკიდებელ "ფაქტჩეკერებს". ამ შემთხვევაში კი - Factcheck.ge-ს. ბოლო წლებში "ფეისბუკი" აქტიურად ამოწმებს და შლის გადაუმოწმებელ ფაქტებს. როგორ საიტზე ვკითხულობთ, ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს როგორც სპეციალური ტექნოლოგიის, ასევე ადამიანების ჩართულობითაც. ზოგ ქვეყანაში ფეისბუკი მიმართავს დამოუკიდებელ "ფაქტჩეკერებსაც", რომლებიც აღიარებული არიან საერთაშორის ფაქტების გადამომწების ქსელის მიერ.  „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.  რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გამტაცებელმა ბანკის შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანში ჩაჯდა.  შსს-ს განცხადებით, ზუგდიდში სპეციალური ოპერატიული მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.        https://www.radiotavisupleba.ge/a/30905751.html #ახალი_ამბები #twitter