რატომ ისმის საბჭოთა კავშირის ჰიმნი ბათუმში?

Batumi Daily

გუშინდელ აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის მთავრობის სახლში, სხდომის ტრადიციულად დახურვამდე, თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს “20 კაციანი ბანდა” უწოდა. შენობის გარეთ კი, აქციიდან რიჟვაძეს სამუშაო კაბინეტისკენ ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით: “თორნიკე, გამოდი გარეთ”. "ახალგაზრდებმა ერთგვარი აქცია–პერფორმანსი დაგეგმეს და მთავრობის თავმჯდომარის ფანჯრებთან ბუშტები გაუშვეს, რასაც პოლიციის გაღიზიანება მოჰყვა, ხელითაც შეეხენ და გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, პოლიციას არ ესმის, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა დაიცვას" – ამბობს აქციის მონაწილე დაძაბულობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს. პოლიციის უფროსს და მის გარემოცვას კი, „რუსი მილიციელები“ უწოდეს. აქციის პარალელურად თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სხდომას მართავდა, რომელიც საყვირების ხმის ფონზე გაიმართა. იმ დროს, როცა დაძაბულობამ რუსთაველის ქუჩისკენ გადაინაცვლა, ერთ-ერთი ჰელიუმის ბუშტი სასწრაფოდ ჩამოხსნეს და აჭარის მთავრობის სახლში შეიტანეს. ამ კადრების გადაღება ერთ-ერთმა აქტივისტმა მოასწრო. “ბუშტების გაშვებაა პროვოკაცია, ბატონო პოლიციელო?”- ჰკითხეს რამდენჯერმე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რიჟვაძეს ბუშტო-ფობია აქვს, რადგან კობა ხაბაზის თქმით, დაკავებები სწორედ, ბუშტების გაშვებას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დღეს აქ 4 პირი დააკავეს, ერთი ადამიანი დაშავდა. პოლიციელებმა აქტივისტებს უთხრეს, რომ სტიკერების გაკვრა აკრძალულია, როგორც შენობის ფასადზე, ასევე ხეებზე, რომლებიც მთავრობის სახლის წინაა – ირაკლი ჭედიშვილის სიტყვიერი ბრძანებით სტიკერები პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. “მაინც გავაკრავთ,”- მიმართა “ალტერნატივას” ლიდერმა ხათუნა ბერიძემ პოლიციელებს. ბათუმში თითქმის 1 თვეა აქციები მიმდინარებს. პროტესტის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში