საკრებულოს დეპუტატს, რომელიც ოჯახის წევრზე ძალადობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა

On.ge

თელავის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს დეპუტატს, რომელიც ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. https://on.ge/ მის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. უწყების ინფორმაციით, გრემელაშვილი თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. #News