ორი პირი დააკავეს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლიციამ ქართული ოცნების ორი აქტივისტი დააკავა 29 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის და ქართუ;ლი ოცნების აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე. შს სამინისტროს განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკლავებულები არიან გიორგი შალამბერიძე და მარნეულის ავტოპარკის დირექტორი გიორგი ჯალაღონია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 29 სექტემბერსბ მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30871732.html #ახალი_ამბები #twitter