თბილისში შუახნის კაცს იარაღი გაუვარდა და დაიჭრა

Tbilisi Daily

ვლაბარში, გვიან ღამით ქსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს იარაღი გაუვარდა და დაიჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო.