მოქმედი რექტორი თუ განათლების ყოფილი მინისტრი?

Tbilisi Daily

ვინ გახდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი? - ბსუ-ს მოქმედი რექტორი თუ აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი? - საკითხი 15 ივლისს გახდება ცნობილი. სწორედ ამ დღეს მოუწევს აკადემიურ საბჭოს არჩევანის გაკეთება - მერაბ ხალვაშსა და ინგა შამილიშვილს შორის. კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა უნდა წარუდგინონ, შემდეგ კი კენჭისყრა ჩატარდება. ბსუ-ს აკადემიური საბჭო 11 წევრით არის დაკომპლექტებული. რექტორი არჩეულად ჩაითვლება აკადემიური საბჭოს 6 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში. აკადემიური საბჭოს წევრია მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში. მას წესდება ხმის მიცემის უფლებას არ უზღუდავს. შესაბამისად, თუ მერაბ ხალვაში კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, მას გარანტირებული ერთი ხმა უკვე აქვს.