ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს, მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

On.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი. https://on.ge/story/67443-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%98 ცესკოს განცხადებით, მათი სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მესამე დღეა მუშაობს. მათივე თქმით, შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9 000-მდე პირია ბაზაში რეგისტრირებული, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან. ამასთანავე, ცესკოს თქმით, ეს მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება. #News