ციხანოუსკაიამ ულტიმატუმი წაუყენა ლუკაშენკას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საზღვარგარეთ დევნილობაში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, „სახალხო ულტიმატუმი“წაუყენა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც თუ 25 ოქტომბრამდე არ დატოვებს თავის პოსტს, მაშინ ბელარუსში „საერთო-სახალხო გაფიცვა“ დაიწყება. ციხანოუსკაიას ოფიციალური ტელეგრამის არხით გავრცელებული ულტიმატუმი სამი პუნქტისგან შედეგება: 13 დღის განმავლობაში ლუკაშენკამ უნდა განაცხადოს გადადგომის შესახებ; აუცილებლად უნდა შეწყდეს ქუჩაში დემონსტრანტებზე ძალადობა და საპატიმროდან გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.  თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული 25 ოქტომბარმდე, მაშინ ქუჩაში „მთელი ქვეყანა გამოვა“, - აცხადებს ციხანოუსკაია. ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ამ მოთხოვნებზე ლუკაშენკას პასუხი ჯერჯერობით უცნობია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30890896.html #ახალი_ამბები #twitter