ვაშაძის თქმით, “ძალა ერთობაშიას” სხვა წევრები ენმ-ს თბილისის 2-ადგილიან კვოტაში არ მოიაზრებიან

Pirveliradio Ge

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების ფორმულაში ენმ-ს მიერ დათმობილ 6 ადგილზე პრეტენდენტებად გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” სხვა წევრებიც მოიაზრებიან. “მელიას ბრიფინგს თუ აიღებთ, თეთრით შავზეა დაწერილი, ნათქვამი, რომ ლაპარაკი იყო მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. ჩვენ არაფერში ვერევით, ბატონები და ქალბატონები მოილაპარაკებენ და შემდეგ უნდა დავსხდეთ მაგიდის გარშემო, განვიხილოთ და დავამტკიცოთ, რადგან ბოდიში მომიხდია, ენმ-ს პარტაქტივს მოუწევს ლომის წილის სამუშაოს გაკეთება და ამ ხალხს თავისი მოსაზრებებიც აქვს და სურვილებიც”, – განაცხადა ვაშაძემ. "ძალა ერთობაშიამ” პროპორციულ ნაწილში, შესაძლოა წელსაც ერთად იყაროს კენჭი, თუმცა გრიგოლ ვაშაძის თქმით, ნიკა მელია თავის განცხადებაში, როდესაც 2 მაჟორიტარულ ოლქზე გააკეთა განცხადება სამგორსა და გლდანზე, უშუალოდ ენმ-ს კვოტებზე საუბრობდა და არა “ძალა ერთობაშიაში” შემავალ სხვა პარტიების წარმომადგენლებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში დარჩენილი 6 ადგილზე შესაძლოა “ძალა ერთობაშიას”, რომელიმე წარმომადგენელმაც იყაროს კენჭი საერთო ოპოზიციური შეთანხმების საფუძველზე. http://pirveliradio.ge/?newsid=145518