ქურდობა კომენდანტის საათის დროს.

Zugdidi Daily

გაძარცვული ლომბარდი და ტექნიკის სახლი ზუგდიდში. ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ლომბარდი და ტექნიკის სახლი გუშინ, გვიან ღამით გაქურდეს. ადგილიდან მოპარული ტექნიკების ჯამური საფასური 40000 ლარამდეა. შპს "ვეკოს" ხელმძღვანელი მაია ვეკუა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "კომენდანტის საათის დროს მოხდა ეს. ამ დილით მოვედით და რასაც ვხედავ, ფაქტიურად ყველაფერი წაღებულია. მაცივრები, ლეპტოპები, ტელეფონები - ყველა სახის ტექნიკა იყო. მაღაზიაში გამოტანილი მქონდა როგორც მინიმუმ 40 000 ლარის საქონელი, საწყობში კი გაცილებით მეტია 200 000- მდე ან მეტიც შეიძლება იყოს, უბრალოდ ჯერ არ ვიცი, არ მიშვებენ შიგნით. გამომძიებელს ველოდებით ამ დრომდე." ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ფაქტზე გამოძიება გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. #ზუგდიდი #ძარცვა #ლომბარდი #ტექნიკისსახლი #ვეკო #კომენდანტისსაათი #გამოძიება #zugdididaily