გაგრასა და გალის რაიონებში შესვლის შეზღუდვები 21 აპრილიდან მოიხსნება

Sokhumi Daily

17 აპრილს აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 21 აპრილიდან სანიტარული სამსახურის ნებართვით გაგრისა და გალის რაიონებში შესვლის შეზღუდვები და კომენდანტის საათი გაუქმდება. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბრძანება გაფორმდება 17 აპრილს, ხოლო საგანგებო მდგომარეობა 1 მაისამდე გაგრძელდა. 29 მარტიდან, გალის რაიონისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ გალის მკვიდრს, რომელიც მოსკოვიდან წინა დღით ჩავიდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 07:00 საათამდე გალის რაიონის ტერიტორიაზე 31 მარტს დააწესეს. #სოხუმი #კორონავირუსი #კარანტინი #SokhumiDaily