იტალიის სერია A 13 ივნისიდან განახლდება
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143398
იტალიის სერია A 13 ივნისიდან განახლდება. საფეხბურთო კლუბებმა მიმდინარე სეზონზე იმსჯელეს და განახლების თარიღსაც დაუჭირეს მხარი. კლუბები ჯგუფურ ვარჯიშებს 18 მაისიდან დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
იტალიის სპორტის მინისტრმა წარმომადგენელთა პალატაში ოთხშაბათს გააკეთა განცხადება, რომ მთავრობა და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია (FIGC) შეთანხმდნენ. მისი თქმით, ლიგას საშუალება ექნება ვარჯიშები 18 მაისიდან განაახლოს.
"თუ ჩემპიონატი განახლდება, როგორც ამას ყველანი ვიმედოვნებთ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ყველას უსაფრთხოება დაცული იქნება, ესაა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობთ", - თქვა მინისტრმა.