საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს ფრედ ეთამაშა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნულ გუნდს ფრედ 2:2 ეთამაშა. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდა. მე-6 წუთზე ქართველი მცველების შეცდომით ბაირამიანმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. პირველი ნახევარი სომხეთის ეროვნულმა გუნდმა მოიგო. მეორე ნახევარის საწყის წუთებში შენგელიას გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავამ წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე ყაზაიშვილის გადაცემით ოქრიაშვილმა 'ჯვაროსნები' დააწინაურა,თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჰენრიკ მხითარიენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვაისმა გასული თამაშის შემადგენლობიდან 9 ფეხბურთელი შეცვლა. სასტარტო შემადგენლობაში ბათუმის 'დინამო' 3 ფეხბურთელი ასპარეზობდა. 3 ტურის შემდეგ ჯგუფს საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედიონიის ნაკრებები 5 ქულით ლიდერობენ. სომხეთის ნაკრებს 4 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს მხოლოდ 1. შემდეგ შეხვედრას ვაისის საწვრთნელი გუნდი 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედიონიაში გამართავს.