მარტვილის კანიონის გახსნა.
Zugdidi Daily
მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაკეტილი მარტვილის კანიონი დღეს გაიხსნა და მან პირველი ვიზიტორების მიღება შეძლო.
ამასთან დაკავშირებით მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუა ამბობს:
„ვიზიტორების მიღება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შეიმუშავა. შეზღუდვა არის დახურულ სივრცეებში, სადაც პირბადის გამოყენება აუცილებელი. სხვა შემთხვევაში დისტანციის დაცვა ხდება. ნავებით გასეირნების შემთხვევაში თუ ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთად სხდებიან, სხვადასხვა ჯგუფის შემთხვევაში კი ერთ ნავში 3 ადამიანი თავსდება.“
მარტვილის კანიონისთვის ორშაბათი უქმე დღეა, მაგრამ ამის მიუხედავად კანიონმა დღეს პირველი ვიზიტორები, იმ მიზეზით მიიღო, რომ დღეს, 15 ივნისს დაცული ტერიტორიები გაიხსნა.
#მარტვილი #სამეგრელო #პირველივიზიტორები #ოკაცესკანიონი #დაცულიტერიტორიები #zugdididaily