ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბიოლოგიური ტერორიზმის მტკიცებულებების "შეგროვე

Gori Daily

ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ, საოკუპაციო ხაზთან ბიოლოგიური და რადიაციული კვლევისთვის ნიმუშები აიღო. მანამდე ოკუპირებული ცხინვალი აცხადებდა, რომ 2-3 ივნის ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, დაარღვია ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრები სოფელ წნელისის მიდამოებში. ნიმუშები აღებული იქნა ჰაერის, წყლის, მიწის, მწერების და მწვანე საფარის ფორმით, ზნაურის რაიონის მიდამოებიდან. როგორც ცხინვალში აცხადებენ, აღნიშნულ პერიმეტრზე შემჩნეულ იქნა საზღვრის დარღვევა და აგრეთვე საფრთხის მიზეზად მიიჩნევა კორონა ვირუსის ეპიდემია და ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა საქართველოში. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თუ აღებული ნიმუშებში პათოგენური მიკროფლორის ან დაავადების ვექტორები გამოვლინდა, ეფაქტი ექნება თბილისის მიერ ბიოტერორიზმთან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", -ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, როგორც საოკუპაციო რეჟიმს ისე რუსეთის ფედერაციას არაერთხელ გაუვრცელებია სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია, თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ლაბორატორიაზე. goridaily #ოკუპაცია #ცხინვალისრეგიონი