წმინდა მიქაელის კლინიკაში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143228 ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საავადმყოფოში მკურნალობას 7 დღის განმავლობაში გადიოდა, კოვიდ-19 კი მას გუშინ დაუდასტურდა. არ არის გამორიცხული დაინფიცირებული იყოს მასთან შემხებლობაში მყოფი მედპერსონალიც. კლინიკაში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკის დირექცია ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ხედავს. აღსანიშნავია, რომ კლინიკა კოვიდმიმღები ცენტრი არაა. არის თუ არა პაციენტი დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 1 დადასტურებული შემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია.