უკრაინაში კორონავირუსის 10,681 შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 10,681 ადამიანს დაუდასტურდა, 95 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 535,857 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 9,603 პაციენტი ემსხვერპლა, 241,444 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.