11 votes
0 comments
0 shares
Save
9 views
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 1 year ago

ფაცხაcity ჯგალში🙂


ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 1 year ago
Similar Posts
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
ჩემი სოფელი ვითარდება
Jgali :)) ქვემოთ მოცემული სტატია წინა წლის ამ დროს დავწერე და Wordpress-ზე მქონდა გამოქვეყნებული. მაშინ გული ძალიან მტკიოდა, რადგან მიტოვებულ სახლებთან ერთად ბევრი უფუნქციო შენობა მხვდებოდა თვალში, მაგრამ დღეს მიხარია, რადგან ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ის ამბულატორია, რომელიც ვახსენე - უკვე გარემონტებული, მოწყობილი და საიმედო დასაყრდენია სოფლში მცხოვრებლთათვის. მოედანი, რომელიც "რუსთაველის" ქუჩაზე იყო - განახლებულია. როგორც აქაურები უწოდებენ,- "კანტორა"-ს ბაღიც კეთილმოწყობილია... და ყველაზე მთავარი ისაა, რომ Covid19-მა ბევრი ჩაკეტილი, ბოქლომდადებული სახლი გააღო! გილოცავთ და ვულოცავ ჩემ თავსაც, რადგან ძალიან მახარებს ეს ფაქტი! 1 year ago... _____________________________________ დასავლეთისკენ მიმავალი წალენჯიხასთან, მარცხნივ, ლაკადის მთებისკენ თუ გაიხედავთ, ულამაზეს სოფელს დაინახავთ. ეს ჩემი სოფელია - ჯგალი. მისი სახელის ხსენებაზე გული სიხარულით მევსება, რადგან ჩემთვის ბავშობასთან, ბედნიერებასთან, წარმატებასთან, სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება,მაგრამ როცა ვუფიქრდები, ნაწილობრივ გულიც მწყდება, რადგან რაც დრო გადის, თანდათან უფრო მოწყენილი მეჩვენება აქაურობა. ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები. მოივლი მთელ სოფელს და ადრინდელ ჟრიამულს ვერ იგრძნობ. უამრავი მიგდებული, უყურადღებოდ დატოვებული შენობა და თვალცრემლიანი ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ, ღვთის ანაბარად არიან დარჩენილნი. ადრე ჩემი სოფელი უფრო ხალხმრავალი იყო. მერე ნელ-ნელა დაცარიელდა. ადრე რამდენიმე კოლმეურნეობის შენობა, სანატორიუმი და ამბულატორიაც იყო, მაგრამ ახლა, არც ერთია და არც მეორე. ყველაფერი დაიწვა, მიწასთანაა გასწორებული. როგორც მამაჩემი მიყვებოდა, ძველად ყველა ოჯახი იყო დასაქმებული. ირგვლივ კაცს ვერ ნახავდი შემოსავალი რომ არ ჰქონდა ისეთს. ჩაის კრეფდნენ, შრომობდნენ და თავს უპრობლემოდ ირჩენდნენო. მაგრამ ახლა, არც ის ჩაის პლანტაციებია, უწინ ყველა ოჯახისთვის შემოსავლის წყაროს რომ წარმოადგენდა. ჯგალში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. იმის გამო, რომ მუდმივი სამუშაო ვერ ნახეს, სოფლის არაერთმა მცხოვრებმა საკუთარი სახლი დატოვა და უცხოეთში წავიდა. სამუშაოდ ძირითადად იტალიაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიდიან. სოფელში ახალგაზრდებიც თითქმის აღარ არიან, ბევრი მათგანი სასწავლებლად დედაქალაქში გადავიდა, ბევრინ კი სამუშაოდ ხან სად დადის, ხან სად. ამ უკანასკნელს კი იმ შედეგამდე მივყავართ, რასაც სოფელი თანდათან დაცლა ჰქვია. ჯგალი ყველაზე აქტიურ, ენერგიულ და მრავალფეროვან ფაზაში მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულშია. მაშინ, როდესაც მდინარის სეზონი იწყება და ზაფხულის სუსხი არემარეს სიურპრიზებით ავსებს. წელიწადის ამ დროს, ყველა ეზო სავსეა ახალგაზრდებით. შეუძლებელია გზად მიმავალს გუნდად შეკრებილი ბავაშვების ბრბო არ შეგეჩეხოს. ზოგი მოედანზე მიდის ბურთის სათამაშოდ, ზოგი მდინარეზე, ზოგი კი სეირნობს და ბუნების გრანდიოზულობით ტკბება. ეს სამი თვე ყველაზე მეტად უხდება ჯგალს. თითქოს ამ პერიოდში ხელახლა იბადება, ახალ სიცოცხლეს იძენს. ყოველი დილა მერცხლების ჭიკჭიკით იწყება და გვიანობამდე ცენტრში შეკრებილი ბავშვების ჟრიამულის ხმით მთავრდება, მაგრამ ეს აქტიური ცხოვრება ზაფხულის დამთავრებასთან ერთად მთავრდება. ჩამოსულები უკან ბრუნდებიან, ხოლო ადგილობრივები ჩვეული რიტმით განაგრხობენ ცხოვრებას. დარაბებს მიღმა გაზაფხულია?! რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა სინამდვილეს ნისლით არის მოცული, თუმცა რეალობის სხივს ვერანაირი ნისლი გაუძლებს და ბოლოს, დარაბებს მიღმა სოფელია და სოფლის პრობლემები, რომელიც აღმოფხვრას საჭიროებს.#ჯანსაღიცხოვრება #ბიზნესი #სპორტი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+3
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 2 months ago
📌 დღეს დილიდან ჯგალში მანქანების ნაკადი არ წყდება. მოსახლეობა ცდილობს, ყველა საჭირო პროდუქტი 12:00 საათამდე მოიმარაგოს. 🏪 განსაკუთრებული ხალხმრავლობაა სურსათის მაღაზიასა და აფთიაქში, საიდანაც მოსახლეობას რამდენიმე დღის სამყოფი პროდუქტი და წამლები გააქვს. 🚗 შეგახსენებთ, რომ დღეიდან, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა.
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 2 months ago
🌺 ჯგალში ადგილობრივი მთავრობის წევრებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 🖇 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 11 months ago
შუქი ჩაქრა ჯგალში და ხომ არ იცით, რა ხდება?!💡 დავიწყო ნერვიულობა თუ, გავიდე ცენტრში?!🙄
Nino Kvaracxelia
Tsalenjikha · 1 year ago
მზის ჩასვლა ჯგალში😍
Nino Kvaracxelia
Tsalenjikha · 5 months ago
ასე თოვს ჯგალში🌨❄ #photo
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 11 months ago
ასეთი ამბებია ჯგალში
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 7 months ago
აწყმო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია🇬🇪 #goodplaces #opinion Jgali
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 6 months ago
ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს #opinion
ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს #opinion
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 7 months ago
რას ნიშნავს ეგ?🤔 Jgali