პროექტი კრიტიკული გზის გარეშე უსაჭო გემს ჰგავს

0
რთული პროექტის შესასრულებლად სჭირო დროის მაქსიმალურად შემცირებისთვის მმართველები ხშირად იყენებენ კრიტიკული გზის ანალიზის ( Critical Path Analysis-CPA) სახელით ნცობილ მეთოდს . CPA მათემატიკოსების, მორგან უოლკერისა და ჯეიმზ კეილის შექმნილია და პირველად 1957 წელს ქიმიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია DuPont-მა გამოიყენა, რათა ფაბრიკების ყველაზე ეკონომიურად დახურვის გზა მოეძებნა. ამოჰყვა რა უოლკერისა და კეილის რჩევას, DuPont-მა საწარმოების დახურვაზე 25% დაზოგა.
1960-იანი წლების დასაწყისში NASA-მ კრიტიკული გზის ანალიზი კოსმოსურ რბოლაში საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად გამოიყენა. პროექტის ფრთხილი კალენდარული დაგეგმარების მეშვეობით NASA-მ მისი საჰაერო ხომალდებისა და რაკეტების განვითარების პროგრამების წინ წაწევა შეძლო.
დაგეგმარების მექანიზმი CPA დაგეგმარების ისეთი მექანიზმია, რომელიც პროექტების განვითარების ეტაპებს ლოგიკური თანმიმდევრობით სახავს. რითაც აჩვენებს, რომელი აქტივობა უნდა დამთავრდეს იმისათვის, რომ დაიწყოს მეორე. ის პროექტის ავტორს საშუალებას აძლევს, დროის დაზოგვის მიზნით რამდენიმე აქტივობა ერთდროულად დაგეგმოს. შემდეგ განისაზღვრება აქტივობები, რომლებიც პროექტის დასრულებისთვის კრიტიკულია-ეს ის აქტივობებია, რომელთა გადადებაც პროექტის დასრულებას შეაფერხებს. პროექტის ხელმძღვანელები ამ ინფორმაციას ვიზუალურად გამოსახავენ, რისთვისაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე ბადისებრი სტრუქტურის მქონე დიაგრამას იყენებენ, რომელიც აჩვენებს, სად არ არის თავისუფალი დრო. ხოლო თუ სქემა აჩვენებს, რომ შესაძლოა, კრიტიკული აქტივობა გადაიდოს, მმართველებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ რეაგირება, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის გაზრდას ან ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას. ეს რესურსები კი იმ არაკრიტიკული აქტივობებიდან შეიძლება აიღონ, რომლებსაც დროითი რეზერვი აქვთ.
სიდნეის ოპერა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი არქიტექტურული საოცრება, სიდნეის ოპერა, დრამატული მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტი წესიერად არ არის დაგეგმილი და შესაბამისად არ იმართება. როდესაც 1973 წელს მსოფლიოს ცნობილი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი გაიხსნა, ეს 10წლის დაგვიანებით მოხდა და თავდაპირველ ბიუჯეტზე 14-ჯერ ძვირი დაჯდა. შენობა საზოგადოებისთვის, რაც შეიძლება სწრაფად რომ გაეხსნათ, სახელმწიფომ მშენებლობის ბრძანება 1959 წელს გასცა, მანამ, სანამ დანიელი არქიტექტორი იორნ უტზონი ნახაზებს დაასრულებდა. სახელმწიფოს მიერ ამ ნაადრევმა გადაწყვეტილებამ პრობლემების მთელი ზღვა მოიტანა. მაგალითად, პოდიუმის სვეტები, რომელთა გამოყენებასაც თავდაპირველად აპირებდნენ, სახურავის დაჭერისთვის ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა. შედეგად სვეტების გამოსაცვლელად დრო და ფული ტყუილად გაიფლანგა. უტზონის საუბედუროდ, დასაწყისშივე შესრულების გადადება და ბიუჯეტის გადაჭარბება, პროექტის ცუდად წარმართვის ნაცვლად, მის რთულ დიზაინს დაუმსახურებლად დააბრალეს.
#feedcgrantproject
Feedc
0