პრემიერი- უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

0
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ორ რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებების 50% კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით არის გადატვირთული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს პირბადეების ტარების, დისტანცირების წესების დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციების შესრულებისაკენ მოუწოდა. უკრაინაში ინფექციის გავრცელებიდან დღემდე COVID-19 ის 35 825 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის შედეგად დაიღუპა 994 ადამიანი. 19 ივნისს ქვეყანაში შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, 24 საათის განმავლობაში 921 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა შორის 700 პირი უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომელია
0