მეგრული სიმღერის პატრიარქი - ძუკუ ლოლუა.

0
დღეს ძუკუ ლოლუას სახელი, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის. ძუკუ ლოლუა 1877 წლის 8 აპრილს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ქვალონში აზნაურის ოჯახში დაიბადა. დედა იყო ძუკუს სიმღერის პირველი მასწავლებელი და ჩონგურზე დაკვრაც მან ასწავლა. ის იყო ადამიანი, რომელსაც დასავლეთ საქართველოს ფოლკლორული სიმღერების შეკრების, შესრულებისა და მის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ძუკუ ლოლუამ პირველი ქართულ-აფხაზური გუნდი შექმნა. ამ გუნდში მღეროდნენ: მეგრელი, აფხაზი, გურული, იმერელი, სვანი მომღერლები. რეპერტუარში, მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც ძუკუმ სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა. ამ სიმღერებს იგი ხმის ჩამწერ აპარატზე — ფონოგრაფზე იწერდა. ძუკუმ პირველმა გამოიტანა სცენაზე აფხაზური „აბხიარცა“ „აჭარპანი“, სვანური „ჭუნირი“ „ჩანგი“ მეგრული „ჩონგური“ და იმერული „დაირა“, მისთვის მიუღებელი იყო ხალხური სიმღერის თვითნებური გადაკეთება, თუმცა ძუკუ საბოლოოდ მაინც ვერ გაექცა ტრადიციულ შესრულებაში მიმდინარე ტენდენციებს. ის ხშირად მიმართავდა ე.წ. კონტამინაციას ანუ ერთი და იმავე სიმღერის სხვადასხვა ვარიანტების გაერთიანებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია მეგრული „მა დო ჩქიმი არაბა“, ცეკვა „შარათინი“ და „ნადურის აბაშური და ქვალონური“ ვერსიები. რომ ხობში დღეს ფუნქციონირებს ძუკუ ლოლუას სახელობის ხალხური სიღერის მუზეუმი, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. მუზეუმში დაცულია სიმღერის საერთაშორისო ფესტივალების უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალები, სანოტო კრებულები, ქართული ხალხური საკრავები, ეროვნული სამოსი და ცნობილ ლოტბართა საინტერესო დოკუმენტები. #ქვალონი #ხობი #სამეგრელო #ფოლკლორულისიმღერები #რეპერტუარი #მუზეუმი #zugdididaily
0