მდინარაძის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას

0
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" უკვე გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. "შემიძლია გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია. თუმცა, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში. ბუნებრივია პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც წესდებით არის დადგენილი და აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში", - განაცხადა მდინარაძემ.
0