უკვდავების წყალი

0
ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს ზღაპრები და გვახსოვს უკვდავების წყალზე წასული რაინდი, ან ფასკუნჯის ფრთებით მოტანილი წყლის წვეთები, რომელიც უცბათვე ასულიერებდა მომაკვდავს. მოსატანად ცხრა მთა უნდა გადაგევლო, ზუსტად ასეთი გრძნობა დამეუფლა როდესაც პირველად ამ ხეობაში მოვხვდი, იქნებ თქვენც გსმენიათ ან გინახავთ, სქურის ხეობა.
სახელწოდება სქური ნიშნავს ტყიან, წყლიან ხეობას. ის ეგრისის ქედის განშტოებებით თარზენით და ბოგაშით არის შემოსაზღვრული, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეული სიმდიდრეებით კურორტის ტერიტორია უძველეს დროში თავდაცვითი ხასიათის ყოფილა, აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც მოსახლეობა დაცული იყო მომხვდურისაგან.
სქურის მიდამოები აგრეთვე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მათ შორის აღსანიშნავია სქურის აღდგენილი ეკლესია
სქურის ციხე, ზურგიანი კოშკი, სენაკის ნაშთი.კურორტი სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც განპირობებულია მთისა და ზღვის შეზავებული ჰაერით. (საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია)უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სქურის წყალმა 1920 წელს შეიძინა სამკურნალო წყლის სტატუსი 1940 წელს დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან და კუთხიდან ჩამოსული ადამიანები გადიოდნენ მკურნალობას (მინერალიზაცია 1.7, იონები მგ. ეკვივალენტში c173s0421).
როგორც ცნობილია წყალი რომელიც ბუნებრივად ამოდის მიწიდან , ძალიან ბევრი დასახელების დაავადებას კურნავს, სწორედ ამიტომ დავადათაურე, “უკვდავების წყალი”.
ბუნებრივი სილამაზე
ვფიქრობ ეს სილამაზე ადგილზე უნდა ნახო და შეიგრძნო.
##დაისვენესქურში
#დაისვენესაქართველოში
##myphoto
##სქური
##წყალი
##წუარო
0