დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა, რომ არსებული შეზღუდვები და კოვიდრეგულაციები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.
"ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ, რათა აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ 1 თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც ვაჭრობის სექტორის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ", - თქვა თურნავამ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#შეზღუდვები
#zugdididaily