11 votes
2 comments
0 shares
Save
4 views
Nika Badzaghua
Tbilisi · 1 year ago

მეც შემოგიერთდით 🙌


Nika Badzaghua
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
ანასტასია ჭეიშვილი
Tskaltubo, Georgia · 3 months ago
მოგესალმებით💓💓💓მეც შემოგიერთდით🌞🌞🌞🎂
Nika Badzaghua
Tbilisi, Georgia · 1 year ago
კედლის მოხატვა ვის გინდათ?
Khatia Bibiluridze
Tbilisi, Georgia · 4 months ago
ჩემი ბლოგის შესახებ
მოგესალმებით მიხარია რომ შემოგიერთდით. ჩემი ბლოგი იქნება მოდის,კულტურის ,მხატვრობის და ყველა იმ თემის გარშემო, რაც ხელოვნებას და კულტურას ეხება. ასევე მინდა გაგიზიაროთ თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებები. ბლოგი ასევე შეეხება ინტერიერის დიზაინს. ვინაიდან ყველას გვიყვარს გემრიელად ჭამა გაგიზიარებთ იმ ადგილებს სადაც ქალაქში საუკეთესო კერძებს გასინჯავთ. ვეცდები ასევე გაგიზიაროთ ხერხები, რომლითაც შეძლებთ ჯანსაღი ცხოვრების წესი გაიმარტივოთ. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ვეცდები მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ⭐️ #art #fashion #goodplaces #news #food #events
მარიამ მესხი
Tbilisi, Georgia · 10 months ago
მიხარია შემოგიერთდით, ამჯერად თბილისიდან და იმედი მაქვს უფრო გავერკვევი და სხვა ადგილებიდანაც შემოგთავაზებთ ხოლმე საინტერესო პოსტებს☀️🌎
Omiko Khoperia
Tbilisi, Georgia · 1 year ago
გამარჯობა, მიხარია , რომ შემოგიერთდით👏🏻
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ორ დღეში აგარაკზე კვლავ წვეულება მოაწყეს
რა ხდება ამჟამად აგარაკზე, რომელიც 19 წლის გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა? ღიაა თუ არა ის წვეულებებისთვის კვლავ? „პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგის გარდაცვალებიდან ორ დღეში აგარაკზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, თუმცა როგორც მეიჯარე გვიყვება, იმ დროისთვის სამართალდამცველებს ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული ჰქონდათ. თამარ გაგუნაშვილი მეგობართან ერთდ აღნიშნულ აგრაკს 2020 წლის იანვრიდან წვეულებებისთვის აქირავებს. ამბობს, რომ 12 ივნისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ანა გაბეჩავა, რომელმაც უთხრა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ აღნიშნულ აგარაკზე სურდა – „გვითხრა 19 წლის ვხდებიო, 50 ლარი ჩაგვირიცხა წინასწარ „ბეს“ სახით და დანარჩენი 300 ლარი ხელზე მოგვცა, როდესაც მოვიდა. 350 ლარად მივაქირავეთ, რადგან ცოტანი უნდა ყოფილიყვნენ“. ჩვენთან საუბრისას გაგუნაშვილი ამბობს, რომ ობიექტს წვეულებებისთვის კვლავაც აქირავებს, მათ შორის დაგვიდასტურა, რომ ანი გაბეჩავას დაბადების დღის, ანუ 19 ივნისის შემდეგ აგარაკი 21 ივნისს გააქირავა. ამ დროისთვის წვეულებაზე მყოფი გიორგი შაქარაშვილი უკვე ორი დღის გარდაცვლილია და მას ყველგან ეძებდნენ, მათ შორის აღნიშნული აგარაკის მიმდებარედ. თამარ გაგუნაშვილი, მეიჯარე: -სტატუსი უნდა შემჩერებოდა?! დიახ, გავაქირავეთ, რადგან უკვე დაჯავშნილი და წინასწარ გადახდილი ჰქონდათ. 21-ში და 22-ში გავაქირავეთ ორჯერ. -ანუ წვეულებები იმართებოდა და თან საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა? – არა, საგამოძიებო მოქმედებები მანამდე ჩატარდა. ყველაფერი რომ დაასრულა პოლიციამ მერე გავაქირავეთ. ადგილზე შიგნით ბავშვებს ყველაფერი ალაგებული ჰქონდათ. გამოძიებას რაც აინტერესებდა ყველა ნივთმტკიცება მოიძია, ორი დღე პოლიციის განკარგულებაში იყო. ფაქტიურად, აქ ბევრი არც არაფერი იყო საძიებო, ერთჯერადი ჭიქები და რაღაც მსგავსი ნივთები თუ იყო მხოლოდ. -ჩხუბის დროს თქვენ ადგილზე არ ყოფილხართ? -არა, ჩემს იქ ყოფნამდე არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. – სახლში კამერები არ გიყენიათ? -თვითონ სახლში არა, მაგრამ გარეთ მიმდებარე კამერები ამოიღეს. -რატომ მიაქირავეს აგარაკი მოზარდებსო – ასეთი კრიტიკაც გამოითქვა თქვენს მიმართ -ბავშვმა მითხრა, რომ დედამ იცისო. მითხრა, რომ ძალიან ახლო ადამიანები იქნებოდნენ მხოლოდ, დაახლოებით 10 კაცი. საღამოს 9-10 საათამდე აქ ვიყავით, ჩემი წასვლის შემდეგ რა მოხდა და ვინ შემოემატათ, ეგ უკვე არ ვიცი. ასეთ დროს, პრეტენზიულად მიცხადებენ ხოლმე, რომ ისინი არიან ზრდასრულები და აქვთ უფლება. რაც მე იქ ვიყავი, მე რაიმე დაძაბულობა არ შემინიშნავს. -გიორგი შაქარაშვილი ნახეთ თქვენ? -არა, რადგან ეგენი გვიან ამოსულან, მერე როგორც გაირკვა. -მომხდარის შემდეგ ანი გაბეჩავას თუ ესაუბრეთ და რა გითხრათ? -მე მეორე დღეს დავურეკე ამ ბავშვს, ანუ მას შემდეგ, რაც პოლიცია მოვიდა და გვითხრა, რომ თურმე ჩხუბი ყოფილა. ანიმ მითხრა, რომ ერთ-ერთი ბავშვი წამოვიდა და დაიკარგა, ეძებენო. მეც ახლა დაკითხვაზე ვარო.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 5 days ago
რას წერს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე ფოტოგრაფის დედა?
ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული? , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა წერს. როგორც ფოტოგრაფის დედა აღნიშნავს, ინციდენტის ღამეს ბრეგვაძეს არც მისთვის და არც ნინო გიორგობიანისთვის არ დაურეკავს. იაკობ ბრეგვაძის დედის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „უპირველესად, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მე, 7 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია ვარ, 18 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც სასულიერო პირი იყო და ამხელა ოჯახს მარტო ვუძღვები. წარმოდგენაც არ მინდა იმ ტკივილის, რასაც ახლა გარდაცვლილის ოჯახი გრძნობს. ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა და სანუგეშო სიტყვებიც არ მაქვს! არავის ვუსურვებ მსგავს უბედურებას... ამავდროულად, როგორც იაკობის დედა, თავს ვალდებულად ვთვლი, ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო განმარტება გავაკეთო. ამ პოსტს არ ვწერ მათთვის, ვინც ისედაც ტყუილებს ავრცელებს და სიმართლე არ აინტერესებს, ამ დღეებში კი ტყუილი ნამდვილად ბევრი ითქვა. შემაძრწუნებელია, რომ ასეთ ფაქიზ თემას ზოგიერთი მედია ისე აშუქებს, რომ არც გარდაცვლილის ოჯახზე ფიქრობენ, არც დაზარალებული არასრულწლოვნების ფსიქიკაზე და არც ეთიკა გააჩნიათ. არაფერი მაქვს დასამალი და მზად ვარ, ყველა გაჩენილ დამატებით კითხვას ვუპასუხო. უპირველესად, საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ყველას ნათესავია. ნინო ჩემი ბიძაშვილია და ეს მეამაყება. რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი. იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს. ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა , მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი. მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა. ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით! 112 -ის ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი. რაც შეეხება "დაქირავებულ ფოტოგრაფს"- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა... ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი, მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი. მადლობა ღმერთს, რომ შეძლო იმ შენობისთვის თავი შეეფარებინა, თორემ, რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა! ნეტა, გიორგიც გადარჩენილიყო... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას მაყურებლის ყურადღება სხვა მიმართულებით შეგნებულად გადააქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ გამოიკვეთოს. ვინც ეხლა განსჯის იაკობს და ტყუილებს უვრცელებენ, ვურჩევ, დაფიქრდნენ და გაანალიზონ, ვის აწყობს ეს ყველაფერი და რატომ ატყდა ასეთი ამბავი ერთ ზარზე პოლიციაში? ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული? ის დაზარალებულია და მაინტერესებს, რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ? იაკობი გარდა იმისა, რომ ამ საქმის დაზარალებულია, ის დღეს უკვე ზოგიერთი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ჯგუფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია... ეს დაუშვებელია! იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და სიმართლეს ფარდა აეხდება!“- წერს ფოტოგრაფის დედა სოციალურ ქსელში.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
რა პირადი საქმეების “მოგვარებას სთხოვდა” გვარამია მირიანს? – “ჩასვრილი საქმეების…”
მწერალი მარიამ ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნიკა გვარამიას ფოტოს და წერს: “ჩემი სოციალგვერდის დაბინძურება არ მინდოდა შენი ჰაბიტუსით ტაკიმასხარა ნიკა გვარამიავ, მაგრამ გულგრილი ვერ ვრჩები შენი გამოხტომის, ვულგარიზმის და სნობიზმის მიმართ. მირიან ნიკოლაძე და კიდევ რამდენიმე მისი მეგობარი შენი ჯგუფელები რომ იყვნენ, მადლობა შესწირე უფალს, რადგან თუ იოტისოდენა ადამიანური რამ შემოგრჩენია მათი კეთილშობილების დამსახურებაა, რადგან არავის აძლევდნენ უფლებას სტუდენტობის დროს შენს მიერ უხამსად დაშვებული შეცდომებისთვის, სხვას დაესაჯე. არადა, შენი გველაძუობის გამო, რამდენჯერ იყავი ღირსი უნივერსიტეტის კედელზე შემონარცხების და ქვაზე თავის გაჭყლეტის!!! ერთს მაინც დავაკონკრეტებ! კარგად მახსოვს, მირიანის მეგობარმა გოგო-ბიჭებმა როგორ გადაგარჩინეს უფროს კურსელებისგან, თორემ მაგ გასიებულ თავზე ჩამოგახევდნენ კონსპექტებს… – “რა, სად, როდის” დიდი ოჯახიდან ღირსეული არაფერი გამოგყვა? -არც იმ არაჩვეულებრივი მანდილოსნის დარიგების ნაგლეჯი არ დაგრჩა სულის კუნჭულში ჯგუფელის დედამ გულში რომ ჩაგიკრა შვილებთან ერთად?!. ნუთუ სითბოს და სიყვარულის ნატამალი არ გაგაჩნია?!. როგორ შეგიძლია “ჟარგონის კნინობითი ფორმით” მიმართო ჭირისუფალთ და ყველაფერი ბინძურ პოლიტიკაში ამოსვარო?!. -შენი უდღეურობის რომელი ერთი მაგალითი გაგახსენო, შენ მართლა ეთიკური ქცევის ნორმების ოროსანო?!. -სამოსანი იყო ნიკოლაძე და შენ იყავი ფრიადოსანი? -შენი და შენნაირების მიერ დაზუთხული სამართალმცოდნეობაა ის შედეგი დღეს ჩვენ რომ ვიმკით! -დიდი ხანია არ ელაპარაკები მირიანს? -მას შენთან რა საერთო აქვს, გარდა უნივერსიტეტის არა ნება-ყოფლობით არჩეული ჯგუფელობისა. -მირიანი სამსახურს შენ გემათხოვრებოდა? -იქნებ, შენი ვიცე პროკურორობის დროს, მირიან ნიკოლაძეს და მის მეგობრებს შენ თავად ურეკავდი და აფრთხილებდი, ჩემი ტელეფონი ისმინებაო და პირადი-ჩასვრილი საქმეების მოსაგვარებლად შეხვედრას სთხოვდი?!.. -გაგახსენო მათი პასუხი?!. -ეტყობა იმ შეკურთხებაზე ისე დაიბოღმე, ახლაც კი იხრჩობი. -პოლიტიზირების ჩარჩოებს რომ ვერ შორდები, ნიკავ?! -შენ თუ ვერ ხვდები, მე გეტყვი რატომ გაემიჯნა მირიანი სამთავრობო საქმიანობას,-იმიტომ, რომ შენ და შენნაირი დამნაშავეები დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ხართ და დაუსჯელები დაბოგინობთ!… თუმცა არასდროს ჩაუმუხლავს და არ წაბორძიკებულა ეროვნულ საქმეში. მირიანის ღირსება შეუფასებელია, რადგან მის გულში ” ენა, მამული და სარწმუნოება” დედის რძესთან ერთად არის შესისხლხორცებული. თემიდას და იუსტიციის სამართალიც შესანიშნავად ისწავლა და კაცთმოყვარეობაც დაბადებიდან ძარღვებში უჩქეფს!!! -ღვინოს წურავს მირიანი? -დიახ, წინაპართა საშვილიშვილო საქმეს აგრძელებს და ნიკოლაძეების გვარის ღირსეული მამულიშვილობის უწყვეტ ჯაჭვში არის ჩაბმული. -შენგან განსხვავებით, ყურძნის ნაჟურის ფასიც იცის და გემოც! -გვარამიავ, შენ გამოგრჩა მირიანის კიდევ ერთი ფართოდარგობრივი პროფილი,-იგი კლასიკოსთა შემოქმედებას თარგნის და შედევრებს ჰქმნის. რაც შეეხება მირიან ნიკოლაძის მაღალპროფესიონალიზმს და შენს მიერ მოხსენიებულ მის ადვოკატობას,-მირიანი “ცუდს არ შეეკვრის ზავითა” და შენ ეს ძალიან კარგად უწყი, ამიტომაც აკაკანდი და აკრიახდი… -ზღვარი აქვს ყველაფერს, ნიკა გვარამიავ! მირიან ნიკოლაძეა შეუმდგარი და შენ შემდგარი? -ისე გაბეცდი ვეღარც კი არჩევ თეთრს და შავს,-ადამიანობის სიელმე დაგმართნია!!! დიდი ხანია შენ ზნეობის ზღვარს გადასცდი, მაგრამ შენივე გესლში რომ არ მოიშთო, ისევ მირიანს აწუხებს სინდისის ქეჯნა და კორექტულად გითითებს, რომ ახლა შოუების დრო არ არის!!! უფლისგან ბოძებული ნიჭი, ცოდნა და განათლება ქვეყნის, ერის და ვერც საკუთარი სულის სასიკეთოდ ვერ გამოიყენე და ამაში სხვებს ნუ დაადანაშაულებ!!!… დროა და მეტიც, თვალები გაისუფთავო დირეებისგან, რადგან მძიმეა ის ჯვარი იუდობა რომ ჰქვია და ჩაგიტანს!!! -დასასრულს შეგახსენებ, რამდენიც არ უნდა იტაკიმასხარაოთ შენ და შენმა “საქმოსნებმა” ცირკის მეპატრონედ ის სულმნათი ოლიგარქი რჩება, რომელიც მირიანის მაღალზნეობრივ კრედოს აფასებდა და რომლის ფეხსაცმლის მტვრადაც თქვენ არ ღირხართ!!!… -სტუდენტობის დროინდელი კი არა, ცამეტი წლის წინანდელი შური, ღვარძლი, იგნორი არ გასვენებს, გვარამიავ და დღემდე ვერ მოგინელებია!!!… შენი “გვამური გადმონაშთი” ვერც ეღირსება ასწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც უზადო, უპირობო და უანგარო მეგობრობა ჰქვია, რადგან “საიდუმლო სერობის” მოღალატეობრივობაზე, სიხარბეზე და ცივსისხლიანობაზე გეწიფება მხოლოდ გონება!!!!!!!!!!!!!!! გლოვა მაინც გვაცადე იმ ანგელოზის, რომლის ცხრამეტწლიანმა სიცოცხლემ ღვთიური მისია შეასრულა და კეთილი სახელით გარდაისახა ზეციურ სამყაროში. შენი ფარისევლობა და იაფფასიანი შოუ სხვა დროისთვის გადადე, ავყია გვარამიავ! “ხამობა” და “სუსის” აგენტობა შენეული ეპითეტებით რომ მოიხსენიე, ალბათ ცოდვამ წამოგაყრანტალებინა და მარტო მირიანს კი არა, მეც მ ე ც ო დ ე ბ ი ! ! ! პ. ს. უფალმა მოგცეს ძალა მირიან, ყვავ-ყორნების კორტნას გაუძლო და როგორც შენს პიროვნულ ღირსებას შეეფერება, თუნდაც გულში ცეცხლით და ქარიშხლით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული სიდინჯით, სამართლიანობა გაანაპირო!” წყარო – xnews.ge
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
პიერ პაოლო პაზოლინი - მე ვიცი
მე ვიცი მათი სახელები, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფო გადატრიალებაზე (თუმცა, სინამდვილეში ეს “სახელმწიფო გადატრიალებათა” მთელი სერიაა, რომელიც ხელისუფლების დაცვის ერთგვარ სისტემადაც კი ჩამოყალიბდა). მე ვიცი, ვისი ნახელავია 1969 წლის 12 დეკემბრის აფეთქება მილანში. მე ვიცი 1974 წლის დასაწყისში ბრეშასა და ბოლონიაში მომხდარი ტერაქტების ავტორთა სახელები. მე ვიცი მათი სახელები, ვინც ამ ყველაფერს მართავდა. ყველას სახელი ვიცი: ძველი ფაშისტების, სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელების, პირველი ტერაქტების მომწყობი ნეო-ფაშისტებისაც და ბოლოდროინდელი აფეთქებების ფიზიკური შემსრულებლებისაც. მე ვიცი მათი სახელები, ვინც დაძაბულობის ორ განსხვავებულ, უფრო სწორად, ურთიერთდაპირისპირებულ ფაზას მართავდა: ანტიკომუნისტურს (მილანი, 1969) და ანტიფაშისტურს (ბრეშა და ბოლონია, 1974). მე ვიცი მათი სახელები, ვისაც ძალაუფლების სადავეები უჭირავს, ვინც, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელშეწყობით (შემდეგ კი მაფიოზი ბერძენი პოლკოვნიკების დახმარებით) ჯერ ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო (რომელშიც სამარცხვინოდ დამარცხდა) 1968 წლის ტალღის შესაკავებლად, შემდეგ კი, კვლავ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შთაგონებითა და შემწეობით, ანტიფაშისტური უმანკოება აღიდგინა, რომ როგორმე დაეხშო რეფერენდუმზე (იგულისხმება 1974 წლის 12 მაისის ცნობილი რეფერენდუმი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და მემარჯვენე ძალების ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ჩატარდა 1970 წელს მიღებული “განქორწინების კანონის” გაუქმების მიზნით. რეფერენდუმი ჩავარდა: იტალიის მოსახლეობამ უარი კანონის გაუქმებაზე. – მთარგმ. შენ.) მომხდარი კატასტროფა. მე ვიცი მათი სახელები, ვინც, წირვასა და წირვას შორის სახელდახელოდ გამომცხვარი განკარგულებებით პრაქტიკულად უზრუნველყოფდა ძველი გენერლების პოლიტიკურ უსაფრთხოებას (ისე, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგოდ, პოტენციური სახელმწიფო გადატრიალების საყრდენი ბირთვის შესანარჩუნებლად); ვინც ხელს აფარებდა ახალგაზრდა ნეოფაშისტებს, უფრო სწორად, ნეონაცისტებს (ანტიკომუნისტური დაძაბულობის შესაქმნელად კონკრეტულ მომენტში) და ბოლოს, ვინც მფარველობდა ჩვეულებრივ, უსახელო კრიმინალებს, ვინც დღესაც იცავს მათ და ალბათ მუდამ დაიცავს (ანტიფაშისტური დაძაბულობის შესაქმნელად მომავალში). მე ვიცი მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, რომლებიც ისეთ უსუსურ, კომიკურ ტიპებს ეფარებიან, როგორიც სატყეო პოლიციის გენერალი იყო, ოპერეტის პერსონაჟივით რომ ფაციფუცობდა ჩიტადუკალეში (მაშინ, როცა იტალიის ტყეებს ცეცხლი ეკიდა), ან ისეთ უსახურ, არაფრისმთქმელ, წმინდად ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე ტიპებს, როგორიცაა გენერალი მიჩელი. მე ვიცი იმ მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, ტრაგიკული ახალგაზრდების ზურგს რომ ეფარებოდნენ, ნორჩ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც შემზარავი ფაშისტური თვითმკვლელობა არჩიეს სიცოცხლეს; ვიცი, ვინც იმალება ჩვეულებრივი კრიმინალების, სიცილიელებისა თუ სხვების, უკან, წვრილფეხა ავაზაკების, დაქირავებული მკვლელების უკან. ყველას ვინაობა ვიცი, ვიცი მათი სახელები, ვიცი ფაქტები (თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებზე), რომლებშიც მათ მიუძღვით ბრალი. ვიცი. მაგრამ ვერ ვამტკიცებ. სამხილებიც კი არ მაქვს. ვიცი, რადგან ინტელექტუალი ვარ, მწერალი, რომელიც ცდილობს, თვალი ადევნოს ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, იცოდეს ყველაფერი, რაზეც წერს, წარმოიდგინოს ის, რაც საზოგადოებისთვის უცნობია, რაზეც არავინ ლაპარაკობს; ინტელექტუალი, რომელიც ცდილობს, ძველი მოვლენები დაუკავშიროს ერთმანეთს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტებით შეაკოწიწოს ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკური სურათი; ლოგიკა შეიტანოს იქ, სადაც ბუნდოვანება, სიგიჟე, გაუგებრობა გამეფებულა. ეს ყველაფერი ჩემი ხელობის, ჩემი პროფესიული ინსტინქტის ნაწილია. და არა მგონია, ვცდებოდე. არა მგონია, ჩემი მოსაზრებები “რომანის სიუჟეტი” იყოს და მეტი არაფერი, არა მგონია, შორს იყოს რეალობისგან. არ მგონია, ჩემი ეჭვები კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანებზე უსაფუძვლო იყოს. მჯერა, რომ ბევრმა სხვა ინტელექტუალმა და მწერალმაც იცის ის, რაც მე ვიცი, როგორც ინტელექტუალმა და მწერალმა. არც ისეთი რთულია სიმართლის დადგენა იმაზე, რაც 1968 წლის შემდეგ მოხდა იტალიაში. ეს სიმართლე მხოლოდ წარმოსახვასა და ფიქციაში როდი აისახება, ისეთში, როგორიც ჩემი პროფესიაა: ეს სიმართლე – და ეს აბსოლუტური სიზუსტით იგრძნობა – კონკრეტულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ ქმედებებში ირეკლება. უკანასკნელი მაგალითი: ცხადია, რომ სიმართლე უნდა თქმულიყო კორიერე დელა სერას რედაქტორის სვეტში 1974 წლის 1 ნოემბერს. იქნებ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მაინც ჰქონდეთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არა – სამხილები მაინც. პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს და სამხილებს ალბათ, ალბათ კი არა, უეჭველად, ფლობენ, დამნაშავეებს არ ასახელებენ. მაშ, ვისი მოვალეობაა სახელების თქმა? ალბათ მისი, ვისაც გამბედაობაც ჰყოფნის და არც ხელისუფლებასთან ალიანსით გაუსვრია საკუთარი თავი, ვინც სუფთაა და თან დასაკარგიც არაფერი აქვს: ინტელექტუალს. ინტელექტუალს თავისუფლად შეუძლია დამნაშავეთა დასახელება, მაგრამ მას არც მტკიცებულებები გააჩნია და არც სამხილები. ხელისუფლებამ, მისმა მოკავშირეებმა და მათაც კი, ვინც უშუალოდ არ ზის ხელისუფლებაში, თავისუფალ ინტელექტუალს არანაირი საშუალება არ მისცეს, რომ მტკიცებულებები და სამხილები ჰქონოდა. შეიძლება ვინმე შემედავოს, მითხრას, რომ როგორც ინტელექტუალსა და მწერალს, მეც შემეძლო, შემეღწია პოლიტიკის სამყაროში (ხელისუფლებაში, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში), გავრეულიყავი მასში და ასე მომეპოვებინა საკუთარი უფლება (ალბათ ამის დიდი შანსიც მექნებოდა), მეც მქონოდა მტკიცებულებები და სამხილები. ვუპასუხებდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან სწორედ ეს – რომ პოლიტიკის სამყაროში გარევაა ჩემთვის მიუღებელი – მაძლევს პოტენციურ ინტელექტუალურ გამბედაობას, სიმართლე ვთქვა, ანუ დამნაშავეები დავასახელო. ინტელექტუალური გამბედაობა და პოლიტიკური საქმიანობა იტალიაში ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენში ინტელექტუალს – რომელიც სულით ხორცამდე სძულს მთელ იტალიურ ბურჟუაზიას – ძალად აწებებენ ვითომ ამაღლებულ და კეთილშობილ, სინამდვილეში კი დამამცირებელ მოვალეობას: ილაპარაკოს მხოლოდ მორალურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე. და თუ ის ამ ფუნქციას გაემიჯნება, საკუთარი მოვალეობის ღალატს აბრალებენ: მაშინვე აყვირდებიან (თითქოს სწორედ ამას ელოდნენ) “მრწამსის ღალატზე”. პოლიტიკოსებსა და ხელისუფალთ ხომ მეტიც არ უნდათ. მაგრამ არსებობს არა მხოლოდ ხელისუფლება: არსებობს ხელისუფლების ოპოზიციაც. იტალიაში ეს ოპოზიცია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერია, რომ თავადაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს: ცხადია, იტალიის კომუნისტურ პარტიას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციაში ასეთი მასშტაბის პარტიის არსებობა იტალიისა და მისი უსუსური დემოკრატიული ინსტიტუტების ხსნაა. იტალიის კომუნისტური პარტია სუფთა ადგილია ბინძურ სამყაროში, პატიოსანი – უნამუსოში, გონიერი – რეგვენებში, განათლებული – უბირთა შორის, ჰუმანისტური სივრცე კონსუმერიზმის მორევში. ამ ბოლო წლებში იტალიის კომუნისტურ პარტიას (ვგულისხმობ “მმართველების, უბრალო წევრებისა და ამომრჩევლების კომპაქტურ ერთიანობას”) და დანარჩენ იტალიას შორის ერთგვარი ორმხრივი ურთიერთობა დამყარდა. იტალიური კომუნისტური პარტია მართლა იზოლირებულ ქვეყნად, კუნძულად იქცა და სწორედ ამიტომ მას დღეს (ისე, როგორც არასდროს აქამდე) შეუძლია, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რეალურ ხელისუფლებასთან: კორუმპირებულთან, გახრწნილთან, დეგრადირებულთან. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო ჰგავს. სინამდვილეში ეს ორი მორალი სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, ზოგადადაც და კონკრეტულ გამოვლინებებშიც. სწორედ ამ საძირკველზე შეიძლება იმ რეალური “კომპრომისის” წარმოდგენა, რომელიც ალბათ სრული გახრწნისაგან იხსნიდა იტალიას: “კომპრომისი”, რომელიც სინამდვილეში ორი მოსაზღვრე ქვეყნის “მოკავშირეობა” იქნებოდა; უფრო სწორად, ორი ქვეყნისა, რომელთაგან ერთი მეორეში მდებარეობს. მაგრამ რაც კომუნისტურ პარტიაზე დადებითი ვთქვი, სწორედ ისაა მისი უარყოფითი მხარეც. ქვეყნის ორ ქვეყნად გახლეჩა, რომელთაგან ერთი კისრამდე ჩაფლულია ხრწნასა და დეგრადაციაში, მეორე კი სუფთაა და არაკომპრომეტირებული, მშვიდობისა და კონსტრუქციულობის საწინდარი ვერ იქნება. გარდა ამისა, ისეთ სივრცეში, როგორიც მე აღვწერე (ვფიქრობ, ობიექტურად), ქვეყანა ქვეყანაში, ოპოზიციაც ძალაუფლებასთან იდენტიფიცირდება, სხვაგვართან, მაგრამ მაინც ძალაუფლებასთან. შესაბამისად, ამგვარი ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურებიც ისევე იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. სხვაგვარად შეუძლებელიცაა. დღეს უკვე (და ეს უაღრესად დრამატულად ეხება თითოეულ ჩვენგანს) მათაც მიაკრეს ინტელექტუალს მათ მიერვე შეთითხნილი ფუნქცია და დანიშნულება. და თუ ინტელექტუალი ამ როლს – წმინდად მორალურსა და იდეოლოგიურს – არ შეასრულებს, აი ისიც (და ყველა რა ბედნიერია, როცა ამ სიტყვას ყვირის): მოღალატე! რატომ ხდება, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურები, თუ მათ აქვთ – და ალბათ აქვთ – მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც, არ ასახელებენ ნამდვილ დამნაშავეებს, ანუ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ბოლო წლების შემზარავი ტერაქტების მომწყობებს? პასუხი მარტივია: ისინი იმიტომ არ ამბობენ სახელებს, რომ მიჯნავენ – ინტელექტუალისაგან განსხვავებით – პოლიტიკურ სიმართლეს პოლიტიკური ქმედებებისგან. და, მაშასადამე, ცხადია, ისინიც არასოდეს ჩაუგდებენ ხელთ მტკიცებულებებსა და სამხილებს ინტელექტუალს, რომელიც ხელისუფლების სამსახურში არ დგას: არც კი გაივლებენ ამას გონებაში, და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ კონკრეტულ ობიექტურ სიტუაციას გავითვალისწინებთ. ინტელექტუალმა უნდა განაგრძოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი, კოდიფიცირებული საშუალებებით იმოქმედოს. კარგად ვიცი, ახლა იმის დრო არაა – ახლა, როცა იტალიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული მომენტი დგას – საჯაროდ გამოვუცხადო უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს. არც დიპლომატიური იქნება და არც მართებული. დიახ, დიპლომატიურობა და მართებულობა: უძლური ინტელექტუალი იძულებულია, სწორედ პოლიტიკის ამ კატეგორიებს ემსახუროს და არა – პოლიტიკურ სიმართლეს. და ვინაიდან დამნაშავეთა დასახელება არ შემიძლია, ვერ ვამბობ მათ სახელებს, ვისაც ბრალი მიუძღვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორისტულ აქტებში (სწორედ ამიტომ და არა ამის სანაცვლოდ) არ შემიძლია, საჯაროდ გამოვუცხადო ჩემი უსუსური, მაგრამ სრული უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს, საჯაროდ დავდო მას ბრალი. იმიტომ, რომ მე მწამს პოლიტიკის, მწამს დემოკრატიის ზოგადი პრინციპების, მწამს პარლამენტის, მწამს პარტიების. ცხადია, ჩემებურ, განსხვავებულ ჭრილში, რომელიც არსებითად კომუნისტურია. მზად ვარ, უკან წავიღო საკუთარი ბრალდება (მეტსაც გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ ამას), თუკი ერთი პოლიტიკოსი მაინც – არა იმიტომ, რომ “საჭიროა”, ანუ “ამის დრო დადგა”, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტს, თავად შექმნას ასეთი შანსი – ხმამაღლა წარმოთქვამს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტებში დამნაშავეთა სახელებს, რომლებიც უეჭველად იცის, ისევე, როგორც მე; მაგრამ მას ხომ, ჩემგან განსხვავებით, შეუძლებელია, არ ჰქონდეს მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც. შესაძლებელია – თუ ამერიკა დაუშვებს ამას და ერთ მშვენიერ დღეს “დიპლომატიურად” გადაწყვიტს, სხვა დემოკრატიებსაც მისცეს იმის უფლება, რისი უფლებაც ამერიკულმა დემოკრატიამ მისცა საკუთარ თავს ნიქსონთან დაკავშირებით – ადრე თუ გვიან მაინც ითქვას დამნაშავეთა სახელები. და მაშინ გამოჩნდება, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან იყოფდნენ ძალაუფლების ბერკეტებს: ნაკლებად დამნაშავეები მეტად დამნაშავეებთან (და ისინი არაფრით იქნებიან მათ მიერ დასახელებულ დამნაშავეებზე უკეთესები). აი, ეს კი საბოლოო, ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებს მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს, რომლებიც აპირებენ, შვილებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ცენტრთან დაელოდონ, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო ცენტრებთან მშობლების დისტანცია 1.5-2 მეტრი უნდა იყოს. „მოწოდებაა მშობლებთან - მესმის, ყველა ნერვიულობს, განიცდის, როდესაც შვილი შესულია გამოცდაზე. მეც ასე ვიყავი და ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ, მაშინ არ იყო პანდემია. დღეს პანდემიაა, ამიტომ დისტანცირება უნდა დავიცვათ. როდესაც ველოდებით ბავშვის გამოსვლას, დისტანცია 1.5-2 მეტრი დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.