ალკოჰოლის სასარგებლო ეფექტი

0
ალკოჰოლის ჭარბი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ზომიერმა მოხმარებამ კი საგრძნობი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ადამიანს. ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემურია ზომიერების მცნება. აზრთა სხვადასხვაობას კლინიკა მეიოს ექიმებმა დაუსვეს წერტილი და შემოგვთავაზეს კონკრეტული დოზირება. 65 წელზე მეტი ასაკის ჯანმრთელი მამაკაცებისა და ქალებისათვის ნორმად ითვლება დღეში ერთი, 65 წლამდე მამაკაცებისათვის დღეში 2 ულუფა ალკოჰოლი. სასმელის 1 ულუფა გულისხმობს: · ლუდი — 355 მლ · ღვინო — 148 მლ · დისტილირებული ალკოჰოლური სასმელები (ვისკი, არაყი, ბრენდი, ჯინი, ლიქიორი და ა.შ.)- 44 მლ.

გული

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ წითელი ღვინო გულისთვის საუკეთესო სასმელია მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტ რესვერატროლის შემცველობის გამო. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ გულსისხლძართვთა სისტემის დაავადებების გამო სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებში აღინიშნება, სადაც კვების კულტურა გულისხმობს წითელი ღვინის აუცილებელ მოხმარებას. ესენია: საფრანგეთი, კავკასიის, ბალკანეთის ქვეყნები.
#news
#opinion
#health
#forhealth
#wine
#healthylife
#healthcare
Tbilisi
0