ბოდბისხევში საკვიოა ბაზრის გახსნის მოთხვონით აქცია გაიმართა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, პანდემიის გამო, მარტის ბოლოს დახურული საკვირაო ბაზრობა ამ დრომდე არ მუშაობს. ამის გასაპროტესტებლად დღეს დილით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. თვითდასაქმებულები, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ ამბობენ, რომ ობიექტის დახურვის შემდეგ, 700-მდე მოვაჭრემ შემოსავლი დაკარგა. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის გაუგებარია, რატომ არ იხნება ბაზარი, მაშინ, როცა, მსგავსი საკვირაო ბაზრობები დიდი ხანია მუშაობს ლაგოდეხსა და ყვარელში. აქციაზე არ მისულა არც ბაზრის დირექცია და არც ადგილოვრივი ხელისუფლება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბაზრის დირექტორმა მარიკა ოსკანოვამ განაცხადა, რომ ბაზრობებთან დაკაშვირებით ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები და სავალდებულო რეკომენდაციები და მუშაობენ იმისთვის, რომ ამ რეკომენდაციების დაცვა შეძლონ. ოსკანოვა ვარაუდობს, რომ ბაზარი აგვისტოს თვეში გაიხსნება. საკვირაო ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია ბოდბისხევში ერთი თვის წინაც გაიმართა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30762280.html #ახალი_ამბები #twitter