კანაფი და ადამიანი - ინტერვიუ

0
არსებობს პრობლემა, რომელსაც საჯაროდ თითქმის აღარავინ აქცევს ყურადღებას. ამ თემაზე ბევრი ერიდება საუბარს, ბევრმა არც იცის რეალურად რასთან აქვს საქმე. ჩატარებულია ბევრი ექსპერიმენტი, უფრო მეტი დასკვნაც არის გამოქვეყნებული. ყველა დასკვნა სიმართლესთან ახლოსაა, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ყველაფრის მთქმელი. რესპოდენტი რომელმაც ამჯობინა ვინაობის დამალვა საუბრობს ნარკოტიკზე, კერძოდ კანაფსა და მისი მოხმარების შედეგებზე. "16 წლის ვიყავი, მალე 17 წლის უნდა გავხდე. ჩემს მეგობარს მოსაწევი აქვს. პირველ რიგში დავინტერესდი საიდან ქონდა, შემდეგ უფრო კარგად ახსნა ვთხოვე რა იყო და რა იქნებოდა თუ მოვიხმარდით. მას შემდეგ რაც ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე მეც ჩემი მეგობრისავით შემიპყრო გასინჯვის სურვილმა. ყველაფერი როგორც გვითხრეს ისე გავაკეთეთ და გავსინჯეთ. არანაირი ეფექტი არ ჰქონდა. დავრჩით პირში ჩალის კვამლგამოვლებულები. ვდგავართ და ვფიქრობთ რა გავაკეთეთ. ცოტა დისკომფორტი ვიგრძენი, გავაანალიზე რაც გავაკეთე და გავაანალიზე ისიც თუ რას გავაკეთებდი უახლოეს მომავალში, კიდევ ერთხელ უნდა გამესინჯა, აშკარად არ იყო ის ეფექტი, როგორიც სხვების მონაყოლიდან ვიცოდი. მეორე დღეს ჩემს მეგობარს შევთავაზე გამეორება, ისიც დამთანხმდა და იგივე ადგილას დაახლოებით იგივე დროს ისევ მოვწიეთ. განსხვავება ორივემ ვიგრძენით და აღვნიშნეთ კიდეც. კარგად ვხვდებოდით, რომ ჩვენი სურვილი ერთჯერადი არ იქნებოდა თუმცა ამ ფაქტს ორივე მშვიდად შევეგუეთ. გავიდა თვეები და ყველა დრეს ერთი საერთო ჰქონდა. ორი თვის შემდეგ, როდესაც დიდიხნის უნახავ მეგობარს შევხვდი, თავადვე შევატყვე თავს, როგორი შეცვლილი ვიყავი. რადიკალურად სხვა ადამიანი იყო, თავადაც არ იცოდა ვინ იყო, საუბარზე ემჩნეოდა. ვიფიქრე დავანებებ თავს და ყველაფერი თავის თავს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს სურვილი იმდენად დიდი არ აღმოჩნდა, რამდენადაც კანაფის მოხმარების სურვილი იყო. მოვლენები ისევ სტანდარტულად ვითარდებოდა. პირველი 2 თვე, ეფექტი კარგ განწყობას და სიცილთან ასოცირდებოდა. შემდეგი 4 თვე უფრო და უფრო ხშირდებოდა რეალობას აცდენილი ფიქრები. ამ 6 თვის გასვლის შემდეგ საკუთარ თავში დიდი არეულობა აღმოვაჩინე. აღმოჩნდა რომ ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულად და ღრმად არაფერზე მიფიქრია. ეს არეულობა ჩემს საუბარსაც დაეტყო, აზრს ვეღარ ვაყალიბებდი ისე, როგორც ადრე და საერთოდაც ძალიან მიჭირდა აზროვნება. ამის გაანალიზების შემდეგ დავდუმდი, იმ შემთხვევაში გაიგებდით ჩემს ხმას თუ სიტყვებს ამომგლეჯდით პირიდან."

ხდება თუ არა ამის გამოვლენა ყველა იმ ახალგაზრდაში, რომელიც მოიხმარს სისტემატიურად კანაფს ?

ყველა ადამიანზე ხსენებული ეფექტი სხვადასხვანაირად აისახება. ზოგს აქვს იმის უნარი, რომ მისი არეულობა დაფაროს და შეძლოს რეალობასთან ადაპტირება, თუმცა ეს მისი შინაგანი ფსიქიკის ჩამონგრევას გამოიწვევს, რაც ადრე თუ გვიან მაინც გამოვლინდება. ბევრი იტყვის რომ "მოსაწევი ასწორებს". გასაგებია. მოსაწევით სიამოვნების მიღება ბევრ სხვა სიამოვნებაზე უკეთესიც არის, მაგრამ ასევე ბევრს ჩამოუვარდება. პიროვნული კეთილდღეობისთვის ჯობს თავადვე მიიღოს ინდივიდმა გადაწყვეტილება და მოიშოროს ყველა ის მავნე თვისება, რომელიც ხელს უშლის თითქმის ყველაფერში.
0