9 კლინიკის ღია წერილში წაყენებული ბრალდებები მიუღებელი და უსაფუძვლოა - ტიკარაძე

Pirveliradio Ge

ამ ცხრა კლინიკასთან, გვაქვს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი. როდესაც ისინი ამ სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტსა და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით, ეს არ აისახება ეფექტურად იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეებისთვის - ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. „ჩვენთვის მნშვნელოვანია, რომ 520-ე დადგენილება და ყველა ის დადგენილება რომელიც იგეგმება, იყოს ეფექტური, იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქემ მიიღოს ხარისხიან სერვისებზე წვდომა საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში. ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა სახის ოპერაცია და რა რაოდენობით ტარდება საქართველოში. ის ბრალდებები, რომლებიც წერილშია არის წაყენებული ჩვენთვის მიუღებელია. 52 ათასი განაცხადიდან დაფინანსებული არის 70%-ზე. მაისის თვეში 22 რიცხვიდან, მას შემდეგ, რაც მოიხსნა საგანგებო რეჟიმი, დამატებით კიდევ 6 400 განაცხადს მიეცა თანხმობა. გეგმიური ოპერაცია არის ოპერაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ჯდება გარკვეული დაყოვნების ვადაში. არცერთ ქვეყანაშია ეს ვადა 6 თვეზე დაბალი. 4 თვე რომელიც დავაწესეთ ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის არის ნორმა. ამით არ ვზღუდავთ ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვახალისებთ კონსერვატიულ მკურნალობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. http://pirveliradio.ge/?newsid=144861