აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-მა დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა.
„ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს", - იუწყება აშშ-ის საელჩო საქართველოში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრს. როგორც მათ განაცხადეს, ვერ დაასახელებენ, კონკრეტულად რა სახის აღჭურვილობა გადმოეცა საქართველოს თავდაცვის ძალებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32046397.html
Source: radiotavisupleba.ge