საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 172-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 21 208 შემთხვევაა დადასტურებული.