11 წლის მოზარდის ბებია: ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან
Tbilisi Daily
თერჯოლის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, მის შვილიშვილს აუგონ წესი.
"ვთხოვ საპატრიარქოს, დამეხმაროს ამაში და ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან. მორწმუნე იყო ის ბავშვი. შეიძლება ამ ბავშვს სულაც არ მოუკლავს თავი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მე მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, სცემენ მის სულს პატივს და აუგებენ წესს", - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია, როზა ბოგვერაძე.
ცნობისთვის, თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ განაცხადა, რომ თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებენ, რადგან ეს ღვთის გმობაა.
საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საკითხზე მსჯელობა და ანალიზია საჭირო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. 24 აგვისტოს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.