საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ

Tbilisi Daily

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავრუსის პრევენციის თვალსაზრისით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ. ამასთან, აკვირდებიან არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ მერია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ამის თაობაზე შესაბამისი პირების მხრიდან რეკომენდაცია გაიცემა. „რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანპორტი, როდესაც დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა ,,საღამოს ნიუსრუმში". #კახაკალაძე #პანდემია #ტრანსპორტი #tbilisidaily